"დინამო ბათუმმა გამქრალი ენერგია დამიბრუნა" | ხვიჩა კვარაცხელია » სპორტის ხაზი

"დინამო ბათუმმა გამქრალი ენერგია დამიბრუნა" | ხვიჩა კვარაცხელია

"დინამო ბათუმმა გამქრალი ენერგია დამიბრუნა" | ხვიჩა კვარაცხელია
23-02-2023, 19:00
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოსა ეროვნული ნაკრებისა და ნაპოლის ერთ-ერთმა ლიდერმა, ხვიჩა კვარაცხელიამ ეროვნულ ლიგაში, კერძოდ ბათუმის დინამოში გატარებული პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ აჭარულმა კლუბმა მას დაკარგული ენერგია ხელახლა გაუცოცხლა:

"დინამო ბათუმში გატარებული ორი თვე ძალიან პროდუქტიული იყო, რადგან მათ გამქრალი ენერგია დამიბრუნეს. ამ კლუბს საოცარი გულშემატკივარი ჰყავს, ისინი განსაცვიფრებელ ატმოსფეროს გვახვედრებდნენ ხოლმე. ამიტომ, მსურს, რომ ბათუმელებს, როგორც ხალხს, ისე კლუბის წევრებს დიდი მადლობა გადავუხადო."

"ვფიქრობ, ბათუმის სტადიონზე შექმნილი ატმოსფერო ზუსტად ის იყო, რაც ქართულ ფეხბურთს ჰაერივით აკლდა. ზოგადად, ფეხბურთელებისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ სტიმული გულშემატკივრისგან მიიღოს."

"საქართველოს ჩემპიონატში კიდევ არაერთი უნიჭიერესი ფეხბურთელი თამაშობს, რომლებსაც თქვენი მხარდაჭერა და გულშემატკივრობა სჭირდებათ. ამიტომ, იარეთ სტადიონზე და გაამხნევეთ ისინი, რადგან ფეხბურთელების პირველი სამოტივაციო წყარო თქვენ ხართ."
- ხვიჩა კვარაცხელია


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.