გენერალური ვარჯიში | ნიდერლანდებთან აუცილებლად მოსაგები გვაქვს! » სპორტის ხაზი

გენერალური ვარჯიში | ნიდერლანდებთან აუცილებლად მოსაგები გვაქვს!

გენერალური ვარჯიში | ნიდერლანდებთან აუცილებლად მოსაგები გვაქვს!
23-02-2023, 18:20
Aa Aa
გაზიარება:

ბოლო ვარჯიში ნიდერლანდებთან მატჩამდე – ილიას ზუროსმა საქართველოს ნაკრები თამაშის წინა დღეს სრული დატვირთვით ავარჯიშა.ეს გახლდათ თორნიკე შენგელიას პირველი ვარჯიში, რომელმაც ძირითადად სათამაშო დეტალების დამუშავებით, კომბინაციების გათამაშებით და ბლომად ფარში სროლების ფონზე ჩაიარა.

საქართველოს ნაკრების 12-კაციანი შემადგენლობა ნიდერლანდებთან ასე გამოიყურება: გიორგი ცინცაძე, რატი ანდრონიკაშვილი, თად მაკფადენი, დუდა სანაძე, მერაბ ბოქოლიშვილი, კახა ჯინჭარაძე, ბექა ბურჯანაძე, თორნიკე შენგელია, მიხეილ ბერიშვილი, გიორგი შერმადინი, ბექა ბექაური, ილია ლონდარიძე.

თამაშზე დასასწრები ყველა ბილეთი უკვე გაყიდული იყო, საქართველოს ნაკრები ნიდერლანდებში რომ ჩამოვიდა. Topsportscentrum არენა, რომელიც 3000
მაყურებელს იტევს, სავსე იქნება. მასპინძლებს დიდი მხარდაჭერა ექნებათ და ჩვენს ნაკრებს იოლი გასეირნება რომ არ ელის. ეს ჩვენი გუნდის ყველა წევრს გაცნობიერებული აქვს.

მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას 22:30 საათიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" შემოგთავაზებთ.

ინფორმაციას GBF.GE-ზე იხილავთ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.