მიქაუტაძეს სერია A-ში მოხვედრის დიდი შანსი აქვს » სპორტის ხაზი

მიქაუტაძეს სერია A-ში მოხვედრის დიდი შანსი აქვს

მიქაუტაძეს სერია A-ში მოხვედრის დიდი შანსი აქვს
23-02-2023, 15:10
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული “მეცის” შემტევი, გიორგი მიქაუტაძე იტალიის სერია A-ს ერთ-ერთი კლუბის თვალთახედვაში მოექცა. 22 წლის შემტევის გადაბირების სურვილი “უდინეზეს” სურს. იტალიური მედია აღნიშნული ტრანსფერის შესახებ წერს:

"უდინეზე ჩემპიონატში მოახლოებული მატჩების ემზადება, თუმა ამავდროულად, კლუბის ხელმძღვანელობა მომავალი სეზონისთვის ბაზარზე მოქმედებას იწყებს. პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელი ბეტო ჩემოდნების ჩალაგებას აპირებს, კლუბს კი მისი შემცვლელის მოძიება დასჭირდება და ხელმძღვანელობამაც სამი კანდიდატი უკვე შეარჩია. მათგან ფავორიტი გიორგი მიქაუტაძეა, მას ყველაზე დიდი შანსი აქვს, რომ იტალიის ჩემპიონატში მოხვდეს.”

ჟორჟს საფრანგეთუს ლიგა 2-ში მშვენიერი სეზონი აქვს. მან თავი 23 მატჩში გატანილი 11 გოლითა და შესრულებული 5 საგოლე პასით გამოიჩინა, ბომბარდირობისთვის ბრძოლაში აქტიურადაა ჩართული.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი