რა თქმა უნდა, სოციალურ ქსელში ყოველთვის აქტუალურია მესის "ბარსელონაში" დაბრუნების საკითხი.
ამ თემასთან დაკავშირებით დღეს, La Porteria - მ საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა და განაცხადა, რომ სანამ ბარსას ეს ფეხბურთელი კლუბს არ დატოვებს, მესი კამპ ნოუზე არ დაბრუნდება.
ეს მოთამაშე - ჟერარდ პიკეა. არგენტინელის "ბარსადან" წასვლის შემდეგ, ამ ორ ფეხბურთელს შორის დაძაბული ურთიერთობაა. გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ 35 წლის ცენტალური-მცველი ჟოან ლაპორტასთან საუბრებში აქტიურად ითხოვდა ლეოს გუნდიდან წასვლას.
კატალონიელებს შეუძლიათ ცალმხრივად გაუუქმონ პიკეს კონტაქტი, თუ ის ამ სეზონში ჩასატარებელი მატჩების 35 % არ ითამაშებს. გარდა ამისა, არის შანსი იმისა, რომ ჟერანმა სეზონის ბოლოს საფეხბურთო კარიერა დაასრულოს.
ამის შემდეგ, არგენტინელი სუპერვარსკვლავის "ბარსელონაში" დაბრუნება უფრო რეალური გახდება.