ფიბა: “ შენგელია გუნდის ლიდერია “ » სპორტის ხაზი

ფიბა: “ შენგელია გუნდის ლიდერია “

ფიბა: “ შენგელია გუნდის ლიდერია “
23-02-2023, 13:20
Aa Aa
გაზიარება:

როგორც მოგეხსენებათ, დღეს მსოფლიოს 2023 წლის საკალათბურთო ჩემპიონატის დასკვნითი მატჩები დაიწყება. ფიბამ იმ კალათბურთელებზე ისაუბრა, რომლებსაც გამორჩეულად უნდა დავაკვირდეთ. მათ შორის თორნიკე შენგელიაცაა. მან გუნდს ნიდერლანდებში ჩააკითხა და მოსამზადებელ პროცესს გადის.

როგორც ვიცით, შენგელიას ურთულესი გრაფიკი აქვს. დღეს ნიდერლამდებთან ითამაშება, 25-ში ვირტუს ბოლონიას დაეხმარება, 26-ში კი თბილისში ისლანდიის წინააღმდეგაც გამოვა.

”საქართველოს ნაკრები ცდილობს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ისტორიაში პირველად მოხვდეს, თორნიკე შენგელია კი გუნდის ნამდვილი ლიდერია. გასულ მატჩებში მისი საშუალო მონაგარი 18.5 ქულა, 7.8 მოხსნა, 3.3 პასი და 1.5 ჩაჭრა იყო. 31 წლის მძიმე ფორვარდმა ისლანდიასთან სტუმრად მოგებულ მატჩში 27 ქულა, 11 მოხსნა და 4 დაფარება მიითვალა და მომავალ თამაშებშიც დიდებული უნდა იყოს, გაიბრწყინოს, რათა საქართველომ ისტორია შექმნას”- წერს ფიბა შენგელიაზე.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი