ბენჟამინ ტეიდი: “კვარა საქართველოში ისევეა, როგორც მესი არგენტინაში” » სპორტის ხაზი

ბენჟამინ ტეიდი: “კვარა საქართველოში ისევეა, როგორც მესი არგენტინაში”

ბენჟამინ ტეიდი: “კვარა საქართველოში ისევეა, როგორც მესი არგენტინაში”
23-02-2023, 12:45
Aa Aa
გაზიარება:

როგორც გუშინ შევიტყვეთ, ბათუმის “დინამოს” ბენჟამინ ტეიდი დაუბრუნდა. ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ფეისბუქ გვერდი ავრცელებს.

ტეიდიმ So Foot-თან ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. გთავაზობთ მის კომენტარს:

“მუდამ ცდილობდა, რომ ვარჯიშებზე წარმოუდგენელი რაღაცები შეესრულებიმა, განსხვავებულ დრიბლინგებზე მუშაობდა და არ სურდა, რომ მხოლოდერთ მოქმედებაზე დამოკიდებული ყოფილიყო.

ხვიჩა ძალიან დარწმუნებული იყო საკუთარ ქმედებებში, პირად თვისებებსა თუ თამაშში. იგი ყველაზე თამამია, ვისაც ვიცნობ. ვარჯიშზე სულ 1-2 საათით ადრე მოდიოდა და ძალიან ბევრს შრომობდა.

ჩვენს კლუბს ბილეთების გასაყიდად მარკეტინგი არ სჭირდებოდა, რადგან ყველას სურდა სტადიონზე მოსულიყო და მისი თამაშისთვის ეყურებინა.

ახლა “ნაპოლი” თუ წააგებს, საქართველოში ისე იღებენ, თითქოს ეროვნულმა ნაკრებმა წააგო. კვარაცხელია საქართველოში ისეა, როგორც მესი არგენტინაში, მთელი ქვეყანა მის თამაშებს უყურებს.”


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი