22 თებერვალი | დღეს ძმები არველაძეების დაბადების დღეა! » სპორტის ხაზი

22 თებერვალი | დღეს ძმები არველაძეების დაბადების დღეა!

22 თებერვალი | დღეს ძმები არველაძეების დაბადების დღეა!
22-02-2023, 22:00
Aa Aa
გაზიარება:

დღეს, 22 თებერვალს ძმები არველაძეების, შოთასა და აჩის დაბადების დღეა, მათ საიუბილეო 50 წელი შეუსრულდათ.

"აჩი-შოთი 50. რამდენი რამის თქმა შემიძლია – მართლა წიგნს დავწერდი აჩი-შოთიზე, ყველაფერზე, რაც თავს გადაგვხდა ერთად თუ ცალ-ცალკე. 44 წელია მარტო ბედნიერება, სიცილი და სიხარულის ემოცია მოაქვს ჩემთვის ყველა ერთად გატარებულ წუთს ტყუპებთან. მადლობელი ვარ ჩვენი მშობლების, რომ ამ ასაკში შეგვახვედრეს და ასე გაგვზარდეს, ერთ კორპუსში იოსელიანის 37 ნომერში და მას მერე სადაც არ უნდა ვიყო, ყველგან და ყოველთვის ვუდგავართ ერთმანეთს გვერდში და სულ ასე იქნება. ბედნიერი წლები წინ ჩემს საყვარელ ბიჭებს." – წერს მათი მეგობარი, ნინო ჯიბლაძე

ჩვენ კი, გთავაზობთ მცირე ამონარიდს შოთა არველაძის ავტობიოგრაფიულ წიგნიდან სახელად "გუშინ":

"იცით, რომელია ჩემთვის ყველაზე ძვირფასი მაიკა? ბრედასთან, პირველი მატჩის შემდეგ, მე და აჩიმ რომ გავცვალეთ. დღემდე არ გამირეცხავს, მინდა, ზუსტად ისეთი იყოს, როგორიც მომცა და მისი სუნი ასდიოდეს… ეს თამაში ორივესთვის ურთულესი აღმოჩნდა. ვერასდროს წარმოვიდგენდით, რომ ერთმანეთის წინააღმდეგ მოგვიწევდა თამაში. ჩვენ ხომ მთელი ცხოვრება ერთ გუნდში ვთამაშობდით და რაც გაგვაჩნია გამარჯვებების ჩათვლით, ორივეს გვეკუთვნის. თბილისიდან მთელი ოჯახი დაირაზმა და ამ მატჩის საყურებლად ჩამოვიდა ამსტერდამში. ჩემი მშობლები დაბნეულები ჩანდნენ, არ იცოდნენ, ვისთვის ეგულშემატკივრათ. არც მედიას დაუტოვებია ეს ფაქტი ყურადღების გარეშე და საკმაოდ დიდი გადაცემა მოგვიძღვნეს. ბოლოს ჩვენებმა ბრედას გულშემატკივრობა გადაწყვიტეს. ამას იმით ხსნიდნენ, რომ აიაქსი ჩემპიონობას მაინც შეძლებდა, აჩის კი აიაქსთან გამარჯვება სჭირდებოდა. თამაში მაინც აიაქსის გამარჯვებით დასრულდა… ტყუპებმა თავი ვერაფრით გამოვიჩინეთ, ალბათ გაგვიჭირდა ამ ყველაფრის აღქმა… მინდორზეც რაღაც დაბნეულები დავრბოდით."


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი