VIDEO: კერპის მსგავსად | ვისი გენიალური პასი გაიმეორა ხვიჩა კვარაცხელიამ? » სპორტის ხაზი

VIDEO: კერპის მსგავსად | ვისი გენიალური პასი გაიმეორა ხვიჩა კვარაცხელიამ?

VIDEO: კერპის მსგავსად | ვისი გენიალური პასი გაიმეორა ხვიჩა კვარაცხელიამ?
22-02-2023, 18:20
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ, ნაპოლიმ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველი ეტაპი შესანიშნავად ჩაატარა და ფრანკფურტის აინტრახტი გერმანიაში 0:2 დაამარცხა, აქედან მეორე გოლში კი ქართველმა ფეხბურთელმა უდიდესი წვლილი დაიდო.

როგორც გახსოვთ, კვარამ ზამბო ანგისას მაღალი პასი იდეალურად დაამუშავა და გუნდის კაპიტანს, ჯოვანი დი ლორენცოს ქუსლით პასი უკანმოუხედავად გადააწოდა, ამ უკანასკნელმა კი კევინ ტრაპის კარი მოხდენილი დარტყმით აიღო.

აღსანიშნავია, რომ ამ პასით ხვიჩა კვარაცხელიამ თავისი კერპის, გუტი ერნანდესის საგოლე პასი გაიმეორა, რომელიც მან მადრიდის რეალის რიგებში შეასრულა - იხილეთ ვიდეო.

ალბათ, გუტის გენიალური პასის კვალდაკვალ, ხვიჩას ამ ქმედებაზეც დიდი ხანი ისაუბრებენ, რადგან ქართველმა უიშვიათესი ხელოვნების ნიმუში შექმნა, ზუსტად ის, რაც ფეხბურთს ყველაზე მეტად სძენს ბრწყინვალებას!


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.