სპალეტი: “ხვიჩა ნამდვილი ბრილიანტია” » სპორტის ხაზი

სპალეტი: “ხვიჩა ნამდვილი ბრილიანტია”

სპალეტი: “ხვიჩა ნამდვილი ბრილიანტია”
22-02-2023, 16:00
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ “ნაპოლიმ” ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური მატჩი გამართა, ფრანკფურტის “აინტრახტს” ესტუმრა. იტალიელებმა არცთუ ისე მარტივ შეხვედრაში მეტოქე დაჩაგრეს და ანგარიშით 2-0 დაამარცხეს. ხვიჩა კვარაცხელიამ ულამაზესი საგოლე გადაცემა მიითვალა.

მატჩის დასრულების შემდგომ ნეაპოლელთა მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩიანო სპალეტიმ ხვიჩა შეაქო:

“კვარაცხელიას თამაშის ყურება მიყვარს, ნამდვილი ბრილიანტია. ფანტასტიკური ტექნიკა აქვს, ორივე ფეხით თამაშობს. ისეთი ბიჭია, რომ მის წინააღმდეგ თამაში არ უნდა გინდოდეს.”

განმეორებითი მატჩი 15 მარტს შედგება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი