ჯუნტოლი: “ჩვენ ხვიჩას შენარჩუნება გვსურს” » სპორტის ხაზი

ჯუნტოლი: “ჩვენ ხვიჩას შენარჩუნება გვსურს”

ჯუნტოლი: “ჩვენ ხვიჩას შენარჩუნება გვსურს”
22-02-2023, 14:10
Aa Aa
გაზიარება:

“ნაპოლისა” და “აინტრახტის” შეხვედრის დაწყებამდე იტალიური კლუბის სპორტულმა დირექტორმა, კრისტიან ჯუნტოლიმ სატრანსფერო ჭორებზე Sportmediaset-თან მცირე კომენტარი გააკეთა:

“არ მინდა, იმედი გაგიცრუოთ. სატრანსფერო ფანჯარა ჯერ არ გახსნილა და რიცხვებზე საუბარი არ მომწონს. ამჟამინდელი ვითარება ისეთია, რომ ხვიჩა არ იყიდება და არც ის ვიცი, მისი ფასი რა შეიძლება იყოს. ყველაფერს დრო გვიჩვენებს და ვნახავთ, მომავალში რას გააკეთებს. ხვიჩა შესანიშნავი ფეხბურთელია. ჩვენ მის შენარჩუნებას ვაპირებთ და ვნახავთ, მომავალი რას გადაწყვეტს.”

კვარაცხელია ბოლო პერიოდში არაერთ გრანდს დაუკავშირეს, რომელთა შორისაც მადრიდის “რეალიცაა.”


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი