3 გუნდიდან ერთ-ერთში - სად გააგრძელებს ტომას ტუხელი სამწვრთნელო კარიერას? » სპორტის ხაზი

3 გუნდიდან ერთ-ერთში - სად გააგრძელებს ტომას ტუხელი სამწვრთნელო კარიერას?

3 გუნდიდან ერთ-ერთში - სად გააგრძელებს ტომას ტუხელი სამწვრთნელო კარიერას?
21-02-2023, 20:58
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, ლონდონის ჩელსის დატოვების შემდეგ, ტომას ტუხელმა სამწვრთნელო კარიერაში დროებით პაუზა აიღო და ამ დრომდე ახალი გუნდი ჯერ არ ჩაუბარებია.

ფრანგული გამოცემა L'ÉQUIPE de Greg-ის ინფორმაციით, 49 წლის სპეციალისტს ორი ფავორიტი გუნდი ჰყავს, რომელთა ჩაბარებასაც გეგმავს - ესენია მადრიდის რეალი და მიუნხენის ბაიერნი.

ტუხელს უფრო მეტად მშობლიურ ქვეყანაში მუშაობის სურვილი აქვს, თუმცა მისი გარემოცვა მადრიდის რეალის სიტუაციასაც აქტიურად აკვირდება - გარდა ამისა, ტუხელის სახელს პარი სენ-ჟერმენსაც აქტიურად უკავშირებს.

ერთი შეხედვით, ყველაფერი ამ სამ გუნდზეა დამოკიდებული, ფაქტი ერთია, რომ ტუხელს საქმეში დაბრუნება და ტოპ კლუბის ჩაბარება სურს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი