"ხვიჩა კვარაცხელია უბრალოდ დაფრინავს" | ჟორჟინიო » სპორტის ხაზი

"ხვიჩა კვარაცხელია უბრალოდ დაფრინავს" | ჟორჟინიო

"ხვიჩა კვარაცხელია უბრალოდ დაფრინავს" | ჟორჟინიო
22-02-2023, 20:20
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის ეროვნული ნაკრებისა და ლონდონის არსენალის ფეხბურთელმა ჟორჟინიომ ნაპოლის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ლუჩანო სპალეტის გუნდი ჩემპიონის ენერგიითაა აღვსილი:

"ნაპოლის აქვს ის, რაც სხვებს აკლიათ, მათ ჩემპიონის ენერგია აქვთ, ხვიჩა კვარაცხელიას და ვიქტორ ოსიმენს კი, უბრალოდ ყველაფერი გამოსდით, ისინი ფენომენალურები არიან და მინდორზე დაფრინავენ. სიმართლე გითხრათ, ხვიჩას აქამდე არ ვიცნობდი, მაგრამ მისი ნახვის შემდეგ დავრწმუნდი, რომ ამ ბიჭს მოედანზე ყველაფრის გაკეთება შეუძლია. რაც შეეხება ვიქტორ ოსიმენს, მას აქამდეც ვიცნობდი, ვიქტორის წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის მატჩიც მაქვს გამართული და კარგად მახსოვს თუ როგორ აწვალებდა ჩვენს მცველებს. მისი შეძენის პერიოდში ჯუნტოლი სატელეფონო ზარით დამიკავშირდა და უმალვე ვუთხარი, რომ ნიგერიელი ნაპოლის აუცილებლად უნდა გაეფორმებინა." - თქვა ჟორჟინიომ

შეგახსენებთ, რომ ნაპოლი მომდევნო შეხვედრას 25 თებერვალს ემპოლის წინააღმდეგ გამართავს, მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი