ნაგელსმანი ზაფხულში რეალ მადრიდის ფეხბურთელის უფასოდ შეძენას გეგმავს » სპორტის ხაზი

ნაგელსმანი ზაფხულში რეალ მადრიდის ფეხბურთელის უფასოდ შეძენას გეგმავს

ნაგელსმანი ზაფხულში რეალ მადრიდის ფეხბურთელის უფასოდ შეძენას გეგმავს
20-02-2023, 20:02
Aa Aa
გაზიარება:

გერმანული გამოცემების მტკიცებით, მიუნხენის ბაიერნი რეალ მადრიდის ნახევარმცველის, დანი სებალიოსის ტრანსფერით დაინტერესდა.

როგორც იწერება, სებალიოსის ბოლო დროინდელმა თამაშებმა ნაგელსმანი იმაში დაარწმუნა, რომ 26 წლის ესპანელი ბაიერნის ნახევარდაცვას კიდევ უფრო გააძლიერებს. ნაგელსმანს მიაჩნია, რომ სებალიოსის სტილის მოთამაშე კიმიხს და მუსიალას მოედანზე ბრწყინვალედ შეავსებს.

ამ დროისთვის კონკრეტული არაფერია და მხოლოდ ბაიერნის ინტერესზე იწერება, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ სებალიოსის და რეალ მადრიდს შორის არსებულ კონტრაქტს ვადა მომდევნო ზაფხულს ეწერება და ესპანელ შუახაზელს ბაიერნში გადმოსვლა თავისუფალი აგენტის სტატუსით შეეძლება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი