ბენიტეზი: “ნაპოლი თამაშიდან თამაშამდე იზრდება” » სპორტის ხაზი

ბენიტეზი: “ნაპოლი თამაშიდან თამაშამდე იზრდება”

ბენიტეზი: “ნაპოლი თამაშიდან თამაშამდე იზრდება”
20-02-2023, 13:45
Aa Aa
გაზიარება:

გამორჩეულმა ესპანელმა მწვრთნელმა, რაფაელ ბენიტესმა, რომელიც ერთ დროს “ნაპოლის” თავკაციც იყო, The Guardian-თან სწორედ “პარტენოპეიზე” ისაუბრა და მათი წლევანდელი ასპარეზობა მოიწონა.

“ახლა ყველა მადრიდის რეალზე, ლივერპულსა და სხვა გრანდების შესახებ საუბრობს, მაგრამ ნაპოლის მათ გვერდით არ აყენებენ. საპირისპიროდ, ეს გუნდი საკმაოდ თვითდაჯერებულია, კარგად თამაშობს და ორივე ტურნირზე საკმაოდ კარგად გამოიყურება. ეს ფაქტი არ უნდა იწვევდეს ყურადღების გაფანტვას. ისინი თამაშიდან თამაშამდე წინ მიიწევენ და უფრო იზრდებიან. მოიგებენ თუ არა ჩემპიონთა ლიგას? რატომაც არა?მე არ ვამბობ, რომ აუცილებლად გაიმარჯვებენ, მაგრამ რატომაც არა?” - განაცხადა 62 წლის სპეციალისტმა.

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ ეტაპზე “ნაპოლი”პირველ შეხვედრას ხვალ გამართავს სტუმრად “აინტრახტის” წინააღმდეგ მატჩი საქართველოს დროით 23:55-ზე დაიწყება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი