ქართველი ფინალშია | ნიკოლოზ ბასილაშვილმა ორ სეტში მოიგო » სპორტის ხაზი

ქართველი ფინალშია | ნიკოლოზ ბასილაშვილმა ორ სეტში მოიგო

ქართველი ფინალშია | ნიკოლოზ ბასილაშვილმა ორ სეტში მოიგო
18-02-2023, 19:40
Aa Aa
გაზიარება:

ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა დოჰას ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპი მოგებით გახსნა, მან თურქი მეტოქე, ჯემ ილკელი მარტივად დაამარაცხა. აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზს ძირითად ბადეში მოსახვედრად მხოლოდ 1 გამარჯვება სჭირდება.

ქართველისა და თურქის დაპირისპირება 1:27 საათი გაგრძელდა. სხვათაშორის, ბასილაშვილმა 2 ეისის შესრულება მოახერხა.

რაც შეეხება ნიკოლოზის მომდევნო მატჩს, ის ბრიტანელ ლიამ ბროდთან შედგება, რომელიც 19 თებერვალსაა ჩანიშნული. აქვე გეტყვით, რომ ლიამსა და ბასილაშვილს ერთმანეთთან არასდროს უთამაშიათ.

ცნობისთვის, ამავე ტურნირის გამარჯვებული ქართველი ჩოგბურთელი წარსულში, კერძოდ 2021 წელს გახდა, 2022-ში კი ფინალში დამარცხდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი