“ყველაფერს ისე მარტივად აკეთებს, გვაშინებს” - რას წერენ იტალიურ მედიაში » სპორტის ხაზი

“ყველაფერს ისე მარტივად აკეთებს, გვაშინებს” - რას წერენ იტალიურ მედიაში

“ყველაფერს ისე მარტივად აკეთებს, გვაშინებს” - რას წერენ იტალიურ მედიაში
18-02-2023, 13:20
Aa Aa
გაზიარება:

ქართველი შემტევი, ხვიჩა კვარაცხელიას “სასუოლოსთან” მატჩში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. “პარტენოპეის” 77-ე ნომერმა ულამაზესი ბურთით აიღო “ნეროვერდის” კარი და საერთო ჯამში 8.6 ქულა დაიმსახურა. მის თამაშს იტალიურ მედიაშიც ეხმაურებიან.

La Gazzetta dello Sport - “ოსიმენი და კვარაცხელია საერთოდ სხვა კატეგორიაში არიან. ნაპოლიმ სასუოლო დაანოკაუტა და ინტერს 18 ქულით უსწრებს. ქართველმა და ნიგერიელმა შოუ დადგეს და ორი გოლი გაიტანეს, რომლებითაც ნაპოლიმ დიონისის გუნდი დაამარცხა. მეოცე გამარჯვება სერია A-ში სპალეტის ბიჭებისთვის.”

Corriere dello Sport - “ალბერტო ტომბა (იტალიელი მოთხილამურე) ხვიჩას აუცილებლად სთხოვს, რომ მისგან პირველი გოლისას განხორციელებული სლალომის უფლებები მიიღოს. ტომბა შთაბეჭდილებას მაინც გვიტოვებდა, რომ ბარიერებისთვის თავის არიდება და დაშვება ცოტათი უჭირდა, კვარაცხელია კი ყველაფერს ისე მარტივად აკეთებს, რომ გვაშინებს. ადამიანების უმრავლესობა მინიმუმ ერთ კოქს მაინც დაიზიანებდა მიმართულების ხვიჩასნაირად შეცვლისას, მაგრამ ის... და თან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სასუოლომ მისი შეჩერება სცადა და ბალახის ფერის მაისურებით გამოვიდა, მაგრამ არაფერმა იმუშავა.”

ქართველის ანგარიშზე იტალიის ჩემპიონატში 10 გოლი და 9 საგოლე გადაცემაა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი