"მბაპემ კლუბში სულ უფრო და უფრო ცოტა უნდა ითამაშოს" - დიდიე დეშამი » სპორტის ხაზი

"მბაპემ კლუბში სულ უფრო და უფრო ცოტა უნდა ითამაშოს" - დიდიე დეშამი

"მბაპემ კლუბში სულ უფრო და უფრო ცოტა უნდა ითამაშოს" - დიდიე დეშამი
27-09-2022, 18:00
Aa Aa
გაზიარება:

ესპანური "მარკა" საფრანგეთის ნაკრების თავკაცის სიტყვებს ავრცელებს:

"რაც დრო გავა, კილიან მბაპემ კლუბში სულ უფრო და უფრო ცოტა უნდა ითამაშოს, რათა მსოფლიოს ჩემპიონატს სავსე ენერგიის მარაგით შეხვდეს. მესმის, რომ კილიანი პსჟ-ში ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელია, მაგრამ წინ ყველაზე დიდი ფორუმია, რომლის დაწყებამდეც არც თუ ისე დიდი დროა დარჩენილი. ჩემი აზრით, მას ნაკლები წუთის თამაში სჭირდება და მჯერა, რომ მისი მოედანზე უფრო მცირე დროით გამოყვანა მბაპესთვის უკეთესიც კი იქნება", - დიდიე დეშამი.

აღსანიშნავია, რომ კილიან მბაპემ "ლიგა 1-სა" და "ჩემპიონთა ლიგაზე" ცხრავე შეხვედრა სასტარტო თერთმეტეულიდან დაიწყო და 10 გოლის გატანა მოახერხა. პარადოქსულად ჟღერს, მაგრამ დეშამის სიტყვების საპირისპიროდ, კილიანმა საფრანგეთის უკანასკნელ შეხვედრებში, თითქმის შეუცვლელად ითამაშა. როგორც ჩანს, დეშამს მბაპეს განსაკუთრებით დატვირთვა მხოლოდ საფრანგეთის ნაკრებში სურს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი