სპალეტი: “ხვიჩამ გოლის მომენტში პეპელასავით იფარფატა” » სპორტის ხაზი

სპალეტი: “ხვიჩამ გოლის მომენტში პეპელასავით იფარფატა”

სპალეტი: “ხვიჩამ გოლის მომენტში პეპელასავით იფარფატა”
18-02-2023, 12:40
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის სერია A-ს 23-ე ტურში “ნაპოლი” “სასუოლოს” ესტუმრა და 2-0 დაამარცხა. გოლები ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის ანგარიშზეა. “პარტენოპეის” მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩიანო სპალეტიმ ტრადიციულად მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხა, შეხვედრა შეაფასა.

“ ბრწყინვალე შეხვედრა იყო, მაგრამ სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ და მომდევნო მეტოქისთვის მოვემზადოთ. ვიქტორს ყველაფერი წესრიგში აქვს. პირველადმა ტესტებმა სერიოზული დაზიანება არ გამოავლინა და უახლოეს საათებში, ყველაფერს დეტალურად გამოვიკვლევთ.

ჩვენს ბოლო მოგებებს თუ გადავხედავთ, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ მატჩის რიტმიდან და სცენარიდან გამომდინარე, ეს საუკეთესო გამარჯვება იყო, თუმცა მოვიგეთ კვარაცხელიას წყალობით, რომელმაც სტარტი მეტოქის კარისგან შორს, პეპლის მსგავსი სიმსუბუქით აიღო, ბურთი წინ წაიღო, იფარფატა და მიმართულება შეცვალა” - ამბობს იტალიელი სპეციალისტი.

“ნაპოლი” ჩემპიონატს 62 ქულით ლიდერობს. მომდევნო მატჩი სამხრეთიტალიელებს ჩემპიონთა ლიგის ეგიდით ფრანკფურტის “აინტრახტის” წინააღმდეგ ექნებათ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი