(VIDEO) 5 ინგლისელი ჰოსპიტალიზებულია - რა ჩაიდინა გერმანულმა ნიღბიანმა დაჯგუფებამ? » სპორტის ხაზი

(VIDEO) 5 ინგლისელი ჰოსპიტალიზებულია - რა ჩაიდინა გერმანულმა ნიღბიანმა დაჯგუფებამ?

(VIDEO) 5 ინგლისელი ჰოსპიტალიზებულია - რა ჩაიდინა გერმანულმა ნიღბიანმა დაჯგუფებამ?
27-09-2022, 17:15
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ, ჩვენ დროით 22:45-ზე მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი კლასიკა, კერძოდ ინგლისისა და გერმანიის ნაკრებთა დაპირისპირება გაიმართა, რომელიც 3:3 დასრულდა. გარდა იმისა, რომ მატჩი უხვგოლიანი, დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა, შეხვედრის გარშემო კიდევ ერთი ფაქტია გამოსარჩევი, რაც გულშემატკივართა დაპირისპირებას შეეეხება.

იქამდე, სანამ შეხვედრა დაიწყებოდა, უემბლისთან მდებარე ინგლისურ პაბში ადგილობრივები მატჩის დაწყებას ერთად უცდიდნენ, რა დროსაც 100 შენიღბული გერმანელი გამოჩნდა, რომლებმაც ყველაფერი თავდაყირა დააყენეს და ხელჩართული ჩხუბი დაიწყეს (იხილეთ ვიდეო).

აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთმა თვითმხილველმა კომენტარი Evening Standard-თან გააკეთა: "დავინახე, რომ შავებში ჩაცმული დაჯგუფება პაბთან ახლოს ტრიალებდა. საბოლოოდ, ისინი ინგლისელებისკენ დაიძრნენ და ხელჩართული ჩხუბი დაიწყეს. დაჯგუფებაში იარაღიც კი ჰქონდათ, რის გამოც ხალხმა გაქცევა დაიწყო, ზოგი კი დაპირისპირებულ მხარეთა გასაშველებლად დაიძრა. სრული ქაოსი იყო, ვიღაცებზე სისხლიც დავინახე".

საგულისხმოა, რომ მოგვიანებით, ადგილობრივმა პოლიციამ 4 თავდამსხმლის დაკავება მოახერხა, მათი იდენტიფიცირების დროს კი, აღმოჩნდა, რომ დაჯგუფებაში გერმანელები იყვნენ გაერთიანებულნი.



კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი