რატომ ვერ მოხვდა გოჩოლეიშვილი შახტარის განაცხადში ევროპა ლიგის მატჩში? » სპორტის ხაზი

რატომ ვერ მოხვდა გოჩოლეიშვილი შახტარის განაცხადში ევროპა ლიგის მატჩში?

რატომ ვერ მოხვდა გოჩოლეიშვილი შახტარის განაცხადში ევროპა ლიგის მატჩში?
17-02-2023, 22:00
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ, ქართველი ფეხბურთელის, გიორგი გოჩოლეიშვილის შახტარი ევროპა ლიგის 1/16 ფინალში რენს დაუპირისპირდა და ფრანგული მეტოქე 2:1 დაამარცხა.

სამწუხაროდ, ამავე მატჩის განაცხადში ქართველი მცველი არ შეიყვანეს. თავიდან იწერებოდა, რომ მიზეზი ტრავმას უკავშირდებოდა, თუმცა სიმართლე სულ სხვაა.

საქმე ისაა, რომ გოჩოლეიშვილის კლუბის წარმომადგენლები გაესაუბრნენ და აუხსნეს, რომ მომდევნო სეზონიდან განაცხადში ქართველი აუცილებლად მოხვდება, რადგან მასზე დიდი იმედები მყარდება.

როგორც ჩანს, უკრაინელებმა გიორგი გოჩოლეიშვილის მცირე გამოცდილება გაითვალისწინეს და ქართველი მოთამაშე განაცხადს მიღმა სწორედ ამიტომ დარჩა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.