გუშინ, ლიონელ მესის წარმომადგენლებსა და პსჟ-ს ხელმძღვანელობას შორის შეხვედრა გაიმართა, სადაც მთავარი განსახილველი თემა ცხადია არგენტინელის მომავალი იყო.
შეხვედრის პარალელურად, დღეების განავლობაში ესპანური მედია იმის შესახებ წერდა, რომ ბარსელონა მესის დაბრუნებას გეგმავდა და შესაბამისი წინადადებით მას მალე მიმართავდნენ, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია ლეოს მამამ უარყო და მეტიც, ხორხე მესის აზრით, მისი შვილი უახლოეს მომავალში ბარსელონაში არ დაბრუნება.
"არ ვფიქრობ, რომ ლეო ბარსელონაში დაბრუნდება - მათთგან შემოთავაზებაც არ მიგვიღია. ასე რომ, ამაზე საუბარი შეწყვიტეთ, რადგან ლეოს პსჟ-სთან კონტრაქტი აკავშირებს', - განაცხადა მესის მამამ და აგენტმა.
აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ მესის და პსჟ-ს შორის არსებულ კონტრაქტს ვადა მომდევნო ზაფხულს გასდის, თუმცა, დიდია ალბათობა იმისა, რომ 35 წლის სუპერ ვარსკვლავმა პარიზულ გუნდთან კონტრაქტი გაახანგრძლივოს.