როგორც იცით, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ ეტაპზე ლუჩანო სპალეტის ნაპოლი ფრანკფურტის აინტრახტს შეხვდება, რომელთანაც იტალიური კლუბი პირველ მატჩს 21 თებერვალს, 23:55-ზე გამართავს.
აღსანიშნავია, რომ პირველი შეხვედრის ჩატარებამდე ნაპოლიზე გერმანული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, ოლივერ გლასნერმა ისაუბრა, რომელმაც როგორც მთლიანად გუნდი, ისე მისი გამოკვეთილი ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია შეაქო:
"ჩემი აზრით, ნაპოლი სერია A-ს ტიტულით დაასრულებს, ეს კი განსაკუთრებული მოვლენა იქნება, რომლის უკანასკნელი შემოქმედი დიეგო მარადონა იყო. სხვათაშორის, ახალგაზრდობაში დიეგო ჩემი კერპი იყო. 1986 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მარადონა პირველად ვნახე და უმალვე მისი თაყვანისმცემელი გავხდი."
"ლუჩანო სპალეტის გუნდი შესანიშნავად გამოიყურება, შეიძლება ითქვას, რომ ისინი ანტიიტალიურ ფეხბურთს თამაშობენ."
"ხვიჩა კვარაცხელიას აქამდე არ ვიცნობდი და მისმა თამაშმა ჩემზე დადებითი გავლენა მოახდინა. აშკარაა, რომ ქართველ გარემარბს უამრავი დადებითი თვისება აქვს და იტალიაშიც საკმაოდ მალე დამკვიდრდა. ხშირ შემთხვევაში კვარაცხელია ფლანგიდან თამაშობს და ჩვენი მიზანი სივრცეების ათვისება იქნება, რათა მან საუკეთესო უნარები ვერ გამოავლინოს, ჩვენ სიმჭიდროვე უნდა შევქმნათ." - თქვა ავსტრიელმა მწვრთნელმა
შეგახსენებთ, რომ ნაპოლი სერია A-ში დღეს ითამაშებს, ისინი დიონისის სასუოლოს 23:45-ზე დაუპირისპირდებიან.