მარიო რუი: “იმედია კვარა რონალდუს დონეს მიაღწევს” » სპორტის ხაზი

მარიო რუი: “იმედია კვარა რონალდუს დონეს მიაღწევს”

მარიო რუი: “იმედია კვარა რონალდუს დონეს მიაღწევს”
17-02-2023, 12:35
Aa Aa
გაზიარება:

“ნაპოლის” ფეხბურთელმა, მარიო რუიმ Radio Kiss Kiss Napoli-სთან ისაუბრა. იგი ხვიჩა კვარაცხელიასაც შეეხო და მსოფლიო ფეხბურთის გამორჩეულ ვარსკვლავებს შეადარა:

“ სალაჰთან შედარებით არის განსხვავებები, ისინი განსხვავებული მოთამაშეები არიან. ვფიქრობ, მწვრთნელი იმას გულისხმობდა, რომ სალაჰი მასთან მუშაობით ნაკლებად ინდივიდუალისტი გახდა და კვარას შემთხვევაშიც იგივე ხდება. ორივე ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელია, თუმცა კვარას მომატების ჯერ კიდევ ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. ჩვენთვის საბედნიეროდ, ის კიდევ უფრო ძლიერი გახდება".

შეუძლია თუ არა კვარას რონალდოს დონის მიღწევა? შესაძლოა, ასეც მოხდეს. ბედნიერი ვიქნები, როგორც მისი თანაგუნდელი. მას ჯერ კიდევ აქვს დრო, ამიტომ წარმატებებს ვუსურვებ და იმედი მაქვს, რომ რონალდოს დონეს მიაღწევს.”


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი