"არც კი ვიცი რეალს სჭირდება თუ არა ხვიჩა კვარაცხელია" | ბრუნო ლონგი » სპორტის ხაზი

"არც კი ვიცი რეალს სჭირდება თუ არა ხვიჩა კვარაცხელია" | ბრუნო ლონგი

"არც კი ვიცი რეალს სჭირდება თუ არა ხვიჩა კვარაცხელია" | ბრუნო ლონგი
17-02-2023, 19:00
Aa Aa
გაზიარება:

იტალიელმა ჟურნალისტმა, ბრუნო ლონგიმ ხვიჩა კვარაცხელიასა და მადრიდის რეალის შესაძლო კავშირზე ისაუბრა, სადაც აღნიშნა, რომ ქართველისა და სამეფო გუნდის თანამშრომლობა, შესაძლოა არც თუ ზუსტი და პროდუქტიული გამოდგეს:

"ნაპოლიმ ამ ბიჭის სახით გენიალური ფეხბურთელი შეიძინა, ეს გარიგება წარმოუდგენელი იყო. შესაძლოა, მისთვის საუკუნის ტრანსფერის დარქმევა ცოტა გადაჭარბებული იყოს, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ქართველი საოცრად გამოიყურება, 10 მილიონი მართლაც ძალიან დაბალი ფასია."

"რეალის ინტერესი? - ამის თან მჯერა, თან არა. სიმართლე გითხრათ, ხვიჩა კვარაცხელია ყველაფერ საუკეთესოს იმსახურებს, მათ შორის მადრიდში თამაშსაც, თუმცა არც კი ვიცი, რეალურად სჭირდება თუ არა რეალს ქართველი შემტევი. ეს იმით აიხსნება, რომ კარლო ანჩელოტის მარჯვენა გარემარბის პოზიციაზე ვინისიუსი ჰყავს, კვარა კი, შესაძლოა ზედმეტიც კი აღმოჩენილიყო."
- ბრუნო ლონგი

შეგახსენებთ, რომ ნაპოლი მომდევნო შეხვედრას იტალიის ჩემპიონატში დღეს, 23:45-ზე გამართავს, მეტოქე კი ალესიო დიონისის სასუოლო იქნება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი