"ხვიჩა კვარაცხელია ენერგიულად უნდა შევზღუდოთ" | სასუოლოს მწვრთნელი » სპორტის ხაზი

"ხვიჩა კვარაცხელია ენერგიულად უნდა შევზღუდოთ" | სასუოლოს მწვრთნელი

"ხვიჩა კვარაცხელია ენერგიულად უნდა შევზღუდოთ" | სასუოლოს მწვრთნელი
16-02-2023, 17:15
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, ნაპოლი მომდევნო შეხვედრას იტალიის ჩემპიონატში ხვალ გამართავს, მეტოქე კი სასუოლო იქნება, რომლის მთავარ მწვრთნელს, ალესიო დიონისის პრესკონფერენციაზე შეკითხვა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ დაუსვეს:

"დავაწესებთ თუ არა ქართველზე ორმაგ მეურვეობას? - ჩვენს ნახევარდაცვაში ორი ან მეტი ფეხბურთელი იქნება, ეს სხვადასხვა სიტუაციასა და დეტალზეა დამოკიდებული. ჩვენი მიზანი ისაა, რომ ენერგიულები და მოქნილები ვიყოთ, ამიტომ თუ ბევრს არ ვიმოძრავებთ, ამით ნაპოლის შანსებს გავზრდით, განსაკუთრებით კონტრშეტევების დროს. რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, მას მომენტები შეექმნება, ეს გარდაუვალია, თუმცა მაქსიმალურად უნდა ვცადოთ, რომ ქართველი შევზღუდოთ, ამისთვის ძალა არ უნდა დავზოგოთ. ჩვენთვის მთავარი ისაა, რომ ნაპოლის შეტევაში რიცხობრივი უპირატესობა არ ჰქონდეს. ამდენად, კარგად გვესმის მეტოქის ძალა და რთულია, რომ ყოველთვის ყველაფერი იდეალურად გააკეთო, თუმცა ღრმად მწამს, რომ სასუოლოს ენეგიულ მხარეს ვიხილავთ." - თქვა 42 წლის სპეციალისტმა

ცნობისთვის, ხვალინდელი შეხვედრა ჩვენი დროით 23:45-ზე გაიმართება. ამ მატჩის შემდეგ, ნეაპოლელები ჩემპიონთა ლიგაში მალევე, 21 თებერვალს ფრანკფურტის აინტრახტის წინააღმდეგ ითამაშებენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი