ოთარ კიტეიშვილი ტრავმირებულია » სპორტის ხაზი

ოთარ კიტეიშვილი ტრავმირებულია

ოთარ კიტეიშვილი ტრავმირებულია
16-02-2023, 12:00
Aa Aa
გაზიარება:

როგორც გრაცის “შტურმის” ვებ-გვერდი იტყობინება საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი, ოთარ კიტეიშვილი ტრავმირებულია და გუნდს უახლოეს მატჩებში ვერ დაეხმარება. ირკვევა, რომ 26 წლის ფეხბურთელს ბარძაყის კუნთის დაზიანება აქვს.

"შტურმისთვის ეს ცუდი ა, გუნდის ნახევარმცველი, ოთარ კიტეიშვილი უახლოეს კვირებში კუნთის მყესის ტრავმის ვერ დაგვეხმარება. ორშაბათს ჩვენი “ათიანი” იძულებული გახდა, დარტყმის მიღების შემდეგ ვარჯიში შეეწყვიტა, ოთხშაბათს ჩატარებული მაგნიტურ-რეზონანსულმა ტომოგრაფიამ კი აჩვენა, რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, გუნდის მთავარ მწვრთნელის, კრისტიან ილცერის განკარგულებაში რამდენიმე კვირის განმავლობაში ვერ იქნება. კიტეიშვილმა მკურნალობის კურსი უკვე დაიწყო"- ვკითხულობთ “შტურმის” ოფიციალურ საიტზე.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი