"იტალიაში სხვა კლუბში არასდროს ითამაშებს", - მამუკა ჯუღელის კომენტარი ადგილობრივ მედიასთან » სპორტის ხაზი

"იტალიაში სხვა კლუბში არასდროს ითამაშებს", - მამუკა ჯუღელის კომენტარი ადგილობრივ მედიასთან

"იტალიაში სხვა კლუბში არასდროს ითამაშებს", - მამუკა ჯუღელის კომენტარი ადგილობრივ მედიასთან
15-02-2023, 20:28
Aa Aa
გაზიარება:

ხვიჩა კვარაცხელიას აგენტმა, მამუკა ჯუღელმა იტალიურ calcionapoli24-სთან მიცემულ ინტერვიუში არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა, მათ შორის მამუკამ განახცადა, რომ ხვიჩა ნაპოლის გარდა სხვა იტალიურ კლუბში არასდროს ითამაშებს.

"ხვიჩა ცდილობს ნეაპოლელებს ბედნიერება მოუტანოს. მას ნეაპოლი და აქ ყოფნა ძალიან უყვარს. მითხრა, რომ საფეხბურთო თვალსაზრისით, იტალიაში მხოლოდ ნაპოლიში თამაშს განიხილავს, რადგან საკუთარი თავი მხოლოდ აქ წარმოუდგენია.

ის არასდროს ითამაშებს სხვა რომელიმე იტალიურ კლუბში - კვარა აქ თავს ისე გრძნობს, როგორც შინ
", - განაცხადა ჯუღელმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი