ინტერესდება თუ არა რეალი სინამდვილეში ხვიჩათი? | კითხვას მამუკა ჯუღელმა უპასუხა » სპორტის ხაზი

ინტერესდება თუ არა რეალი სინამდვილეში ხვიჩათი? | კითხვას მამუკა ჯუღელმა უპასუხა

ინტერესდება თუ არა რეალი სინამდვილეში ხვიჩათი? | კითხვას მამუკა ჯუღელმა უპასუხა
15-02-2023, 18:50
Aa Aa
გაზიარება:

ბოლო პერიოდის განმავლობაში არაერთი სპორტული წყარო, განსაკუთრებით ესპანურები წერენ, რომ ხვიჩა კვარაცხელიათი მადრიდის რეალი ინტერესდება, რომლის პრიორიტეტიც შეტევის გაძლიერებაა.

ბევრი გულშემატკივარი ქართველისა და სამეფო გუნდის პოტენციურ კავშირს ჭორს უწოდებდა, თუმცა სიმართლის დასტურად თავად იხილეთ კვარას აგენტის, მამუკა ჯუღელის პასუხი ამავე თემის შესახებ:

"ინტერესდება თუ არა მადრიდის რეალი ხვიჩა კვარაცხელიათი? - დიახ, ეს ნამდვილად სიმართლეა. გარდა ამისა, არიან სხვა დიდი კლუბებიც." - თქვა ჯუღელმა

შეგახსენებთ, რომ ქართველ ფეხბურთელს ნაპოლისთან კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს, მისი სატრანსფერო ფასი კი 60 მილიონი ევროა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი