"ხვიჩას თამაშით საქართველოს დიდი ფორუმი გარანტირებული არ აქვს" | რუსი ფეხბურთელი » სპორტის ხაზი

"ხვიჩას თამაშით საქართველოს დიდი ფორუმი გარანტირებული არ აქვს" | რუსი ფეხბურთელი

"ხვიჩას თამაშით საქართველოს დიდი ფორუმი გარანტირებული არ აქვს" | რუსი ფეხბურთელი
15-02-2023, 17:10
Aa Aa
გაზიარება:

რუსეთის ნაკრებისა და დინამო მოსკოვის ყოფილმა ფეხბურთელმა, იგორ კოლივანოვმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და თქვა, რომ მისი კარგი თამაშით საქართველოს დიდ ფორუმზე მოხვედრა გარანტირებული არ აქვს. გარდა ამისა, კოლივანოვმა ისიც აღნიშნა, რომ ხვიჩას ოქროს ბურთის მოგება არ შეუძლია:

"ხვიჩა კვარაცხელიამ სეზონი კარგად დაიწყო, თუმცა აშკარაა, რომ ოქროს ბურთის მოგების სამეულთან ახლოსაც არაა. თავად ჯილდოს ვინ მოიგებს, ეს ცხადზე ცხადია, ის ლიონელ მესი იქნება, რომელმაც მუნდიალის მოგება მოახერხა. საერთოდ არ მჯერა, რომ ხვიჩა ოქროს ბურთის მოგებას შეძლებს, ყოველ შემთხვევაში, ახლა არა. გარდა ამისა, მისი თამაში სულაც არ არის ქართველებისთვის იმის გარანტი, რომ მათი ნაკრები რომელიმე დიდ ფორუმზე ითამაშებს." - იგორ კოლივანოვი

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები უახლოს შეხვედრას 28 მარტს საშინაო კედლებში გამართავს, მეტოქე კი ნორვეგია იქნება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი