ცნობილია, რომელი ესპანური კლუბი ინტერესდება საზონოვით » სპორტის ხაზი

ცნობილია, რომელი ესპანური კლუბი ინტერესდება საზონოვით

ცნობილია, რომელი ესპანური კლუბი ინტერესდება საზონოვით
15-02-2023, 15:00
Aa Aa
გაზიარება:

როგორც მოგეხსენებათ, მოსკოვის "დინამოს" ღირსებას 21 წლის მოთამაშე, ქართველი საბა საზონოვი იცავს. მას ნოემბერში ეროვნულ ნაკრებშიც ჰქონდა დებიუტი. როგორც ირკვევა, საზონოვი გამორჩეული ესპანური გუნდის, “ესპანიოლის” ინტერესებში მოექცა.

საბას შესახებ მოსკოვის “დინამო” დირექტორთა საბჭოს ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, დმიტრი გაფინმა Sport24-თან ისაუბრა:

"საბამ წამყვანი ევროპული გუნდების ყურადღება იმ დროიდან მიიპყრო, როდესაც ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაიმკვიდრა. დიახ, შემიძლია დავადასტურო, რომ ინტერესი ნამდვილად არის. ჩვენ საბას გამო კონკურენცია ესპანურ კლუბს ესპანიოლს გავუწიეთ.

რაც შეეხება საზონოვის გაყიდვის შესაძლებლობას, ამისთვის საჭიროა სათანადო დრო და შემოთავაზება. ჩვენ ფეხბურთელს არ დავაკავებთ, თუ გამოჩნდება რეალური სატრანსფერი ვარიანტი, თუმცა გათვალისწინებული უნდა იყოს კლუბის ინტერესები და საბას ზრდა-განვითარებისთვის რეალური ვარიანტია იყო. ჯერ ასეთი მომენტი არ დამდგარა."


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი