პასკუალი: “ხვიჩა გუნდურად თამაშობს” » სპორტის ხაზი

პასკუალი: “ხვიჩა გუნდურად თამაშობს”

პასკუალი: “ხვიჩა გუნდურად თამაშობს”
15-02-2023, 13:45
Aa Aa
გაზიარება:

მანუელ პასკუალიმ, რომელიც იტალიის ეროვნული ნაკრებისა და “ფიორენტინას” ღირსებას იცავსა, TMW Radio-სთან ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა:

“სალაჰი და კვარაცხელია ერთმანეთისგან განსხვავდებიან. სალაჰი ფიზიკურად უკეთაა მომზადებული, რაც ინგლისური ფეხბურთისთვის დამახასიათებელია. ქართველი ეგოისტი არაა. ის ყოველთვის მზადაა გუნდისთვის ითამაშოს. აქედან გამომდინარე გასაგებია, თუ როგორი გარემოა ნაპოლის გასახდელში. კვარაცხელია თავად ქმნის გოლს, თუმცა ზოგჯერ თანაგუნდელების დახმარებით იტანს. ქართველი უფრო მეტად დრიბლიორია, სალაჰი კი აქცენტს გოლის გატანაზე აკეთებს.

ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ კვარაცხელია ისეთ მწვრთნელთანაა, რომელიც მას საუკეთესო თვისებების გამოვლენაში ეხმარება. როცა მწვრთნელი წარმოსახვისა და ფანტაზიის უნარს წაგართმევს, ფეხბურთელის თვისებები იკარგება.”

ხვიჩას ანგარიშზე მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 11 გოლი და 12 საგოლე გადაცემა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი