"ხვიჩა კვარაცხელია ლუიშ ფიგუს მაგონებს" | გაეტანო დ'აგოსტინო » სპორტის ხაზი

"ხვიჩა კვარაცხელია ლუიშ ფიგუს მაგონებს" | გაეტანო დ'აგოსტინო

"ხვიჩა კვარაცხელია ლუიშ ფიგუს მაგონებს" | გაეტანო დ'აგოსტინო
15-02-2023, 21:00
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის ეროვნული ნაკრების, უდინეზეს, ფიორენტინასა და რომას ყოფილმა ფეხბურთელმა, გაეტანო დ'აგოსტინომ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართველი ფეხბურთელი თამაშით ლუიშ ფიგუს ჰგავს:

"ბურთთან ურთიერთობის, დარტყმისა და ჩაწოდების თვალსაზრისით, ხვიჩა კვარაცხელია ლუიშ ფიგუს მახსენებს."

"რა წვლილი მიუძღვის ლუჩანო სპალეტის კვარას განვითარებაში? - ჩემი აზრით, მას ყოველთვის გამოსდიოდა თავისი ფეხბურთელების გაუმჯობესება, განსაკუთრებით გარემარბების. ლუჩანო არის მწვრთნელი, რომელიც დეტალებს უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს, სწორედ ამიტომაა ის ასეთი წარმატებული."
- თქვა გაეტანო დ'აგოსტინომ


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი