"გაუწონასწორებელია, თუ სადმე დაინახავთ მოერიდეთ..." - კონორი სკანდალში გაეხვა » SPORTLINE.GE - სპორტის ხაზი

"გაუწონასწორებელია, თუ სადმე დაინახავთ მოერიდეთ..." - კონორი სკანდალში გაეხვა

"გაუწონასწორებელია, თუ სადმე დაინახავთ მოერიდეთ..." - კონორი სკანდალში გაეხვა
18-10-2021, 13:26
Aa Aa
გაზიარება:

UFC-ის ლეგენდარული ირლანდიელი მებრძოლი, კონორ მაკგრეგორი, მორიგ ახალ სკანდალში გაეხვა, ამჯერად მისი შემდეგი გაჩერება იტალია გახლდათ, ოპულარული იტალიელი დიჯეი, მომღერალი და ტელეწამყვანი, ფრანჩესკო ფაკინეტი ირწმუნება, რომ ღამის კლუბში ყოფნისას, კონორმა მას სახეში მუშტი ჩაარტყა და ცხვირი გაუტეხა. 

"დაახლოებით ღამის 02:30 იქნებოდა, როდესაც კონორი თავს დამესხა მან სახეში მუშტი ჩამარტყა და ასევე ცხვირი გამიტეხა, ეს ათობით ადამიანმა დაინახა, იგი თავს სრულიად უმიზეზოდ დამესხა."

"ორ საათზე მეტი ხნის განმავლობაში ვსაუბრობდით და ერთად კარგ დროს ვატარებდით. შემეძლო გავჩუმებულიყავი და არაფერი მეთქვა, მაგრამ ვალდებული ვარ, განვაცხადო, რომ ეს ადამიანი სასტიკი და სახიფათოა. დარტყმა სრულიად შემთხვევით და უმიზეზოდ მივიღე და ჩემ ადგილას შესაძლოა, ნებისმიერი ყოფილიყო. კონორ მაკგრეგორის წინააღმდეგ სარჩელის შეტანა სწორედ ამიტომ გადავწყვიტე. იგი იტალიაში 26 ოქტომბრამდე დარჩება და თუ სადმე დაინახავთ, მისგან თავი შორს
დაიჭირეთ. არ მიხვიდეთ და ავტოგრაფი არ სთხოვოთ, რადგან გაუწონასწორებელი ადამიანია და ძალიან სახიფათოა.“ - განაცხადა იტალიელმა დიჯეიმ.

როგორც ირკვევა ონორი რამდენიმე დღის წინ ვატიკანში ჩავიდა და იქ საკუთარი შვილი მონათლა, ნათლობის ცერემონიალის შემდეგ კონორმა დიჯეი კიდევ ერთ წვეულებაზეე დაპატიჟა და თანხმობის მიღების შემდეგ მოხდა ეს ყველაფერი.

კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი