უდიდესი ნახტომი - რომელ ადგილზეა განახლებულ რეიტინგში ბასილაშვილი » SPORTLINE.GE - სპორტის ხაზი

უდიდესი ნახტომი - რომელ ადგილზეა განახლებულ რეიტინგში ბასილაშვილი

უდიდესი ნახტომი - რომელ ადგილზეა განახლებულ რეიტინგში ბასილაშვილი
18-10-2021, 13:01
Aa Aa
გაზიარება:

ნიკოლოზ ბასილაშვილი გახდა პირველი ქართველი ჩოგბირთელი, რომელმაც მასტერის ფინალში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ სამწუხაროდ კარგი სტარტის შემდეგ დამარცხდა.

ფინალურ შეხვედრაში საქართველოს პირველი ჩოგანი ბრიტანელ კამერონ ნორის დაუპირისპირდა და სამ სეტში - 6:3 4:6 1:6 დამარცხდა. აქამდე ბასიალშვილი ATP-ის რეიტინგში 36-ე ადგილზე იმყოფებოდა, აღნიშნული ფინალის შემდეგ კი 9 საფეხურით დაწინაურდა და მსოფლიოს 27-ე ჩოგანი გახდა.

ყველაზე კარგი შედეგი მას 2019 წელს ჰქონდა, როდესაც მე-16 პოზიციაზე იმყოფებოდა, ის ახლა 600 სარეიტინგო ქულით წინ არის და 640 ათას ამერიკულ დოლარსაც მიიღებს.

კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი