22/22/22 | ხვიჩა კვარაცხელიას მაგიური გოლი ციფრებში » სპორტის ხაზი

22/22/22 | ხვიჩა კვარაცხელიას მაგიური გოლი ციფრებში

22/22/22 | ხვიჩა კვარაცხელიას მაგიური გოლი ციფრებში
13-02-2023, 19:40
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, გუშინ ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლიმ კრემონეზე საკუთარ მოედანზე 3:0 დაამარცხა და იტალიის ჩემპიონატში თავი 59 ქულას მოუყარა.

სხვათაშორის, ქართველმა ფეხბურთელმა გოლი მაგიურ დროს გაიტანა. საქმე ისაა, რომ 12 თებერვალს კვარა 22 წლის გახდა, გოლი კი სერია A-ს 22-ე ტურის 22-ე წუთზე გაიტანა (22/22/22).

ცნობისთვის, ნაპოლის გარემარბს ყველა ჩემპიონატზე უკვე 11 გოლი და 14 საგოლე გადაცემა მოუგროვდა, რაც ფანტასტიკური მაჩვენებელია.

ნეაპოლელები თავიანთ მომდევნო შეხვედრას სასუოლოს წინააღმდეგ 17 თებერვალს გამართავენ, 21-ში კი ფრანკფურტის აინტრახტს ჩემპიონთა ლიგის ეგიდით ესტუმრებიან.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი