"ხვიჩა კვარაცხელია რეალში ბენზემას შეუწყვილდება" | Sportskeeda » სპორტის ხაზი

"ხვიჩა კვარაცხელია რეალში ბენზემას შეუწყვილდება" | Sportskeeda

"ხვიჩა კვარაცხელია რეალში ბენზემას შეუწყვილდება" | Sportskeeda
13-02-2023, 17:00
Aa Aa
გაზიარება:

ერთ-ერთი ცნობილი უცხოური ვებგვერდი, კერძოდ Sportskeeda ხვიჩა კვარაცხელიასა და მადრიდის რეალის პოტენციური თანამშრომლობის შესახებ წერს. ამავე წყაროდან ვიგებთ, რომ მადრიდელები ქართველს აქტიურად აკვირდებიან:

"მადრიდული გრანდი ხვიჩა კვარაცხელიას გადაბირებით ინტერესდება, რათა მომავალი წლის შეტევა სრულყოფილად დააკომპლექტოს. ამ ბიჭმა ნაპოლის მაისურით 23 შეხვედრა გამართა, 11 გოლი გაიტანა და 14 საგოლე პასი მიითვალა. საოცარი სათამაშო ტემპითა და ნიჭით დაჯილდოებულმა გარემარბმა, თავისი გამანადგურებელი გამოსვლებით რეალთან ერთად სხვა კლუბების ყურადღებაც მიიქცია (მანჩესტერ სიტი, ლივერპული, არსენალი)."

"Fichajes-ის ინფორმაციით, მადრიდის რეალი ქართველ მოთამაშეს აქტიურად აკვირდება იმ მოტივით, რომ მომავალში მისი გადაბირება შეძლოს. ფლორენტინო პერესის განზრახვა იმაში მდგომარეობს, რომ ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლის ხელიდან გამოსტაცოს და ნეაპოლელთა სატრანსფერო რეკორდი დაამყაროს. ხვიჩა და კარიმი, ეს ის დუეტია, რომელიც სამეფო გუნდს ძალიან მოსწონს."
- წერს უცხოური ვებგვერდი

ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელიას ამჟამინდელი სატრანსფერო ღირებულება 60 მილიონი ევროა, თუმცა დიდი შანსია, რომ ქართველის ფასი მომავალში 100 მილიონამდე გაიზარდოს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.