საფეხბურთო ექსპერტი: “ჩაკვეტაძემ გამჭრიახობა გამოავლინა” » სპორტის ხაზი

საფეხბურთო ექსპერტი: “ჩაკვეტაძემ გამჭრიახობა გამოავლინა”

საფეხბურთო ექსპერტი: “ჩაკვეტაძემ გამჭრიახობა გამოავლინა”
13-02-2023, 15:20
Aa Aa
გაზიარება:

ბრატისლავას “სლოვანი” სლოვაკეთის ჩემპიონატის მე-19 ტურში “დუნაისკა სტრედას” დაუპირისპირდა, შეხვედრა 1:1 დასრულდა. მატჩის პირველი ტაიმი მასპინძლთა გამარჯვებით დასრულდა. 67-ე წუთზე გიორგი ჩაკვეტაძის ბრწყინვალე გადაცემით იურაი კუცკამ ისარგებლა და თავის გუნდს ქულა მოუპოვა.

საფეხბურთო ანალიტიკოსმა, მარტინ მიკულიჩმა TV Dajto-სთან ჩაკვეტაძის შესახებ ისაუბრა.

“საოცარი გადაცემა და მოულოდნელი გოლის გამტანი კუცკა. შესაძლოა, ველოდით, რომ პასის ავტორი უმცროსი ვლადიმირ ვაისი ან ჩავრიჩი იქნებოდა, მაგრამ იქ ჩაკვეტაძე იყო, ფანტასტიკური გამჭრიახობა გამოავლინა“.

“სლოვანი” ამ დროისთვის ჩემპიონატის ლიდერია 42 ქულითაა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი