იტალიური მედია ხვიჩაზე : “ როგორც მეფე, ისე თამაშობს” » სპორტის ხაზი

იტალიური მედია ხვიჩაზე : “ როგორც მეფე, ისე თამაშობს”

იტალიური მედია ხვიჩაზე : “ როგორც მეფე, ისე თამაშობს”
13-02-2023, 13:20
Aa Aa
გაზიარება:

გასულ ღამეს იტალიის სერია A-ს 22-ე ტურში “ნაპოლიმ” სტადიო დიეგო არმანდო მარადონაზე “კრემონეზე” მიიღო. “პარტენოპეიმ” მეტოქეს სამი უპასუხო ბურთი გაუტანა და მორიგი ქულები მიითვალა. მატჩში გამორჩეული კვლავ ხვიჩა კვარაცხელია იყო, რომელმაც მორიგი გოლი გაიტანა. შეხვედრის შემდგომ იტალიურმა მედიამ მისი თამაში შემდეგნაირად შეაფასა:

sport.virgilio.it – 7.5 ქულა: როგორც მეფე, შეეხება რაღაცას და ის ოქროსფერი ხდება. მისთვის ასეთი გოლების გატანა უკვე მარტივი ხდება. სტატისტიკა ყველაფერს ამბობს, მიმდინარე სეზონში ის ერთადერთი დებიუტანტია ტოპ 5 ჩემპიონატში, რომელმაც 9 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა შეასრულა. ეს უბრალოდ შთამბეჭდავია.

TuttoNapoli – 7.5 ქულა: ასეთ საღამოებზე ის თითქმის ყოველთვის ანათებს. მან რთულ სიტუაციაში შეძლო ანგარიშის გახსნა, შემდეგ პენალტზეც წავიდა, რომელიც მსაჯმა არ დანიშნა.

Goal.com – 7 ქულა: 22 წელი და მისი გოლი 50 ათასი ადამიანის წინაშე. 77-მა ნომერმა რთულ თამაშში ანგარიში გახსნა და „ნაპოლი“ სერია A-ში მე-18 გამარჯვებამდე მიიყვანა.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიამ სერია A-ს მიმდინარე სეზონში მეცხრე ბურთი გაიტანა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი