ერთადერთი ფეხბურთელი ევროპაში ვინც ეს მოახერხა - კვარაცხელიას მორიგი უნიკალური მიღწევა » სპორტის ხაზი

ერთადერთი ფეხბურთელი ევროპაში ვინც ეს მოახერხა - კვარაცხელიას მორიგი უნიკალური მიღწევა

ერთადერთი ფეხბურთელი ევროპაში ვინც ეს მოახერხა - კვარაცხელიას მორიგი უნიკალური მიღწევა
13-02-2023, 00:59
Aa Aa
გაზიარება:

ამ წუთებში, იტალიის სერია ა-ს 22-ე ტურის შეხვედრაში ნაპოლი კრემონეზეს მასპინძლობს და პირველი ტაიმის შემდეგ ლუკა ლოჩოშვილის გუნდს ხვიჩა კვარაცხელიას ერთადერთი გოლის წყალობით ამარცხებს.

ტაიმის მიწურულს, კვარაცხელია მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა და წააქციეს, თუმცა მსაჯმა თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა და უნდა აღინიშნოს, რომ ქართველი შემტევი მთელი ტაიმის განმავლობაში აქტიური იყო.

გარდა შედეგიანი შეხვედრისა, კვარაცხელიამ ამ გოლით უნიკალური მიღწევა დააფიქსირა - ხვიჩას უკვე 9 გოლი და 9 საგოლე გადაცემა დაუგროვდა და ერთადერთი მოთამაშეა ტოპ 5 ჩემპიონატის დებიუტანტებს შორის, ვინც მსგავსი შედეგი დააფიქსირა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.