ანჩელოტიმ საკუთარ მომავალთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო » სპორტის ხაზი

ანჩელოტიმ საკუთარ მომავალთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო

ანჩელოტიმ საკუთარ მომავალთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო
12-02-2023, 20:14
Aa Aa
გაზიარება:

მადრიდის რეალის მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი უახლოეს მომავალში სამსახურის შეცვლას არ გეგმავს.

არადა ბოლო დღეების განმავლობაში, უცხოური მედია ირწმუნებოდა, რომ მადრიდის რეალის ამჟამინდელმა თავკაცმა, კარლო ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია და სამხრეთ ამერიკული გუნდის ჩაბარების სურვილი გამოთქვა.

საბოლოოდ, ყოველივე ეს კი პრესკონფერენციაზე ჯერ თავად კარლო ანჩელოტიმ, შემდგომ კი ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციამ უარყო:

"ამის შესახება არაფერი ვიცი. რა დაწერეს ბრაზილიაში არ ვიცი, მაგრამ მე რეალის მწვრთნელი ვარ და მათთან კონტრაქტი 2024 წლის ივნისამდე მაკავშირებს", - განაცხადა ანჩელოტიმ.

"ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაცია იტყობინება, რომ პარასკევს მედიაში გავრცელებული ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მადრიდის რეალის თავკაცი კარლო ანჩელოტი ბრაზილიის ნაკრების ახალი მწვრთნელია, უსაფუძვლოა.", - წერია ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში.

ცნობისთვის, მე-20 ტურის შემდეგ ანჩელოტის რეალი ლა ლიგაში 45 ქულით მეორე ადგილზეა და მთავარ კონკურენტ ბარსელონას 8 ქულით ჩამორჩება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი