"ოსიმენი ხვიჩას კრემონეზესთან საიუბილეო საჩუქარს უმზადებს" | La Gazzetta Dello Sport » სპორტის ხაზი

"ოსიმენი ხვიჩას კრემონეზესთან საიუბილეო საჩუქარს უმზადებს" | La Gazzetta Dello Sport

"ოსიმენი ხვიჩას კრემონეზესთან საიუბილეო საჩუქარს უმზადებს" | La Gazzetta Dello Sport
12-02-2023, 19:40
Aa Aa
გაზიარება:

2001 წლის 12 თებერვალი, - ეს გახლავთ თარიღი, როდესაც ქართულ და მსოფლიო ფეხბურთს უდიდესი ტალანტი, ხვიჩა კვარაცხელია მოევლინა.

დღევანდელი დღის პარალელურად, La Gazzetta Dello Sport-მა საინტერესო სტატია მოამზადა, რომლიდანაც ვიგებთ, რომ კრემონეზესთან მატჩში ვიქტორ ოსიმენი ხვიჩას სიურპრიზს უმზადებს.

საქმე ისაა, რომ ნიგერიელი ფორვარდი კვარასთვის ვალის დაბრუნებას აპირებს და მას სურს, რომ გოლი პარტნიორს ამჯერად თავად გაატანინოს. მოკლედ, დღეს მთელი ნაპოლი შეეცდება, რომ იუბილარმა მოედანი უგოლოდ არ დატოვოს.

შეგახსენებთ, რომ ნაპოლისა და კრემონეზეს დაპირისპირება ჩვენი დროით 23:45-ზე დაიწყება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი