"კვარას საბილიარდო სიზუსტის დარტყმები საქმეს მიმარტივებს" | სპალეტის პრესკონფერენცია » სპორტის ხაზი

"კვარას საბილიარდო სიზუსტის დარტყმები საქმეს მიმარტივებს" | სპალეტის პრესკონფერენცია

"კვარას საბილიარდო სიზუსტის დარტყმები საქმეს მიმარტივებს" | სპალეტის პრესკონფერენცია
11-02-2023, 20:40
Aa Aa
გაზიარება:

ნაპოლი იტალიის ჩემპიონატის 22-ე ტურში ლუკა ლოჩოშვილის კრემონეზეს შეხვდება. ეს მატჩი ხვალ, თბილისის დროით 23:45-ზე გაიმართება.

ხვალინდელ შეხვედრამდე პრესკონფერენცია გამართა ლუჩანო სპალეტიმ, რომელმაც ძალიან ბევრი საკითხი მიმოიხილა:

ჩემპიონთა ლიგა

"ჩემპიონთა ლიგაზე ფიქრს ჯერ არ ვაპირებთ, უამრავი მიზეზი გვაქვს იმისთვის, რათა კრემონეზეს წინ სხვა ტურნირის შესახებ არ ვიფიქროთ. ჩვენ ისევ გვახსოვს თუ ვინ იყო გუნდი, რომელმაც კოპა იტალიიდან გამოგვთიშა. მშვენივრად გვესმის, რომ ხვალინდელი მეტოქე საკმაოდ ძლიერი გუნდია, რომელსაც ძალიან კარგი ფეხბურთელები ჰყავს. ისინი განსაკუთრებით გრძელი პასებით გამოირჩევიან და ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ."

ნაპოლის ფანები

"ჩვენ იმ გულშემატკივრების მხარდაჭერა და გამხნევება დაგვჭირდება, რომლებიც ხვალინდელი მატჩისთვის ტრიბუნებზე იქნებიან, რადგან სწორედ ისინი მაძლევენ ძალას, რათა ნაპოლისთვის მაქსიმუმი გავაკეთო. მათთან ერთად გასახდელში მეტი ენთუზიაზმი არსებობს, ისინი ყოველთვის დიდი მნიშვნელობის იყვნენ."

დამოკიდებულება მოედანზე

"ყოველი წამი, რომელიც კრემონეზეს მსგავსი გუნდის წინააღმდეგ გადის, ეს შენთვის საშინელებაა. ჩვენი დამოკიდებულება იმაში მდგომარეობს, რომ მეტოქე გუნდი მუდმივ წნეხში ვამყოფოთ და ის სივრცეები გავხსნათ, რომლებსაც კრემონეზე დაცვაში ყოფნისას დაკეტავს."

ნეაპოლური მომავალი

"ახლა ჩემი კონტრაქტი უმნიშვნელოა. თუ გვინდა, რომ წელს გუნდებს პრობლემები შევუქმნათ, მაშინ ჩვენს მომავალზე უნდა ვისაუბროთ. ამდენად, ასეთ თემებზე ახლა ლაპარაკი პრობლემურია და პასუხს არ გაგცემთ."

ფეხბურთელების სათამაშო ხარისხი

"ჩვენ განსაკუთრებული უნარების მქონი მოთამაშეები გვყავს, ისეთები, როგორებიც ვიქტორ ოსიმენი და ხვიჩა კვარაცხელია არიან. კვარას საბილიარდო სიზუსტის დარტყმები და ოსიმენის საჰაერო ნახტომები საქმეს ყოველთვის მიმარტივებს. ჩვენ ფანტასტიკურად მივიწევთ წინ და გუნდში არანაირი სინანულის გრძნობა არ არსებობს." - ლუჩანო სპალეტი


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი