"ხვიჩა და ოსიმენი არ იყიდება" - ლაურენტისი ნაპოლის მთავარ ვარსკვლავებზე » სპორტის ხაზი

"ხვიჩა და ოსიმენი არ იყიდება" - ლაურენტისი ნაპოლის მთავარ ვარსკვლავებზე

"ხვიჩა და ოსიმენი არ იყიდება" - ლაურენტისი ნაპოლის მთავარ ვარსკვლავებზე
11-02-2023, 19:25
Aa Aa
გაზიარება:

იტალიური ნაპოლის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა გერმანულ გამოცემა Bild-თან არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა, მათ შორის გუნდის მთავარ ვარსკვლავებზე, ვიქტორ ოსიმენიზე და ხვიჩა კვარაცხელიაზეც გააკეთა კომენტარი.

ლაურენტისის თქმით, ნაპოლის მოთამაშეებით ბევრი გუნდია დაინტერესებული, თუმცა კლუბი მათ გაყიდვას არ აპირებს.

Bild: მსგავსი სეზონის შემდეგ არსებობს რისკი, რომ ზაფხულში ფეხბურთელებს დაკარგავთ, თანაც ტოპ კლუბებს ბევრი ფული აქვთ...

ლაურენტისი: ჩვენს მოთამაშეებზე ცხადია დიდი მოთხოვნაა, მაგრამ მათ გაყიდვას არ ვაპირებთ. არ მგონია, რომ ზაფხულში კვარაცხელიას ან ოსიმენისნაირი მოთამაშეები გუნდიდან წავიდნენ.

Bild: ამბობენ, მიუნხენის ბაიერნის სიაში პირველი ოსიმენია...

ლაურენტისი: არ იყიდება!


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი