შეთანხმება მიღწეულია - ნიკა კაჭარავა ეროვნულ ლიგაში ბრუნდება » სპორტის ხაზი

შეთანხმება მიღწეულია - ნიკა კაჭარავა ეროვნულ ლიგაში ბრუნდება

შეთანხმება მიღწეულია - ნიკა კაჭარავა ეროვნულ ლიგაში ბრუნდება
10-02-2023, 15:59
Aa Aa
გაზიარება:

ქართული გუნდებიდან ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ქუთაისის ტორპედო იყო.

როგორც Geo Team ირწმუნება, კახა ჩხეტიანის გუნდმა 29 წლის ფორვარდი, ნიკა კაჭარავა დაიმატა.

გამოცდილი ფეხბურთელი ბოლოს სამხრეთ კორეული "ჩონამის" ღირსებას იცავდა, სადაც 15 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.

ცნობისთვის, კაჭარავას ეროვნულ ნაკრებში თამაშის გამოცდილებაც აქვს - 24 მატჩი და 3 გოლი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.