სამი კანდიდატი | ვინ იქნება გიორგი მამარდაშვილის ახალი დამრიგებელი? » სპორტის ხაზი

სამი კანდიდატი | ვინ იქნება გიორგი მამარდაშვილის ახალი დამრიგებელი?

სამი კანდიდატი | ვინ იქნება გიორგი მამარდაშვილის ახალი დამრიგებელი?
10-02-2023, 19:20
Aa Aa
გაზიარება:

მიმდინარე სეზონში ვალენსია კატასტროფულ ფორმაში რომ იმყოფება, ამას მათი ლა ლიგაში არსებული მდგომარეობაც ადასტურებს, რომლის მიხედვითაც "მესტალიას" ბინადრები შიდა ჩემპიონატის გასავარდნ ზონას მხოლოდ ქულით აღემატებიან.

სწორედ ასეთი საშინელი შედეგების გამო, ვალენსიამ ჯენარო გატუზო თანამდებობიდან დაითხოვა, თუმცა განსაკუთრებული რამ ვერც დროებითმა მწვრთნელმა, ვორო გონსალესმა მოიტანა, რომელმაც გუნდი მინდორზე ორჯერ გაიყვანა და ორივეჯერ დამარცხდა.

როგორც Plaza Deportivo წერს, ვალენსიელებს ახალი დამრიგებლის თანამდებობაზე სამი კანდიდატი ჰყავთ, ესენი ნუნუ ეშპირიტუ სანტუ, ვისენტე მორენო და რუბენ ბარახა გახლავთ.

ამ მომენტისთვის, ეშპირიტუ სანტუ საუდის არაბეთში, კერძოდ ალ-იტიჰადში მუშაობს და მის მოსაყვანად ვალენსიას 5 მილიონის გაღება მოუხდება. აქვე გეტყვით, რომ ამავე სპეციალისტს ვალენსიაში აქამდეც უმუშავია.

როგორც მისი წინამორბედი, ვისენტე მორენოც საუდის არაბეთში მუშაობს, ის ალ-შაბაბის მწვრთნელია, თუმცა მისი მოყვანა გაჭირდება, რადგან ალ-შაბაბი შიდა ჩემპიონატის მოგების ერთ-ერთი გამოკვეთილი ფავორიტია, ამიტომ მთავარი მწვრთნელი, დიდი ალბათობით ვერსადაც ვერ წავა.

რაც შეეხება მესამე ვარიანტს, ის ყველაზე რეალურია. საგულისხმოა, რომ რუბენ ბარახა ვალენსიაში 2000-2010 წლებში თამაშობდა და ამავე კლუბის შიდა სამზარეულოს საკმაოდ კარგად იცნობს. მას შემდეგ, ბარახა რამდენიმე ესპანურ კლუბს წვრთნიდა (რაიო ვალეკანო, სარაგოსა, ელჩე და ა.შ). აღსანიშნავია, რომ ამჟამად, რუბენ ბარახა თავისუფალია და დიდია ალბათობა იმისა, რომ ვალენსიას ახალი მწვრთნელი სწორედ ის გახდეს.

შეგახსენებთ, რომ ვალენსია მომდევნო შეხვედრას 11 თებერვალს გამართავს, მეტოქე კი ბილბაოს ატლეტიკი იქნება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი