მანჩესტერ იუნაიტედმა თვალი ფედერიკო ვალვერდეს დაადგა | დეტალები » სპორტის ხაზი

მანჩესტერ იუნაიტედმა თვალი ფედერიკო ვალვერდეს დაადგა | დეტალები

მანჩესტერ იუნაიტედმა თვალი ფედერიკო ვალვერდეს დაადგა | დეტალები
10-02-2023, 17:30
Aa Aa
გაზიარება:

ესპანური El Nacional წერს, რომ მანჩესტერ იუნაიტედი მადრიდის რეალის ურუგვაელი ნახევარმცველით, ფედერიკო ვალვერდეთია დაინტერესებული. როგორც იწერება, ინგლისელები ორ ფაქტორს ეყრდნობიან.

უპირველეს ყოვლისა, საგულისხმოა, რომ ვალვერდემ თამაშს შედარებით მოუკლო, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 2022/2023 წლების სეზონი გასაოცრად დაიწყო. სწორედ ამიტომ, მანჩესტერელებს იმედი აქვთ, რომ სატრანსფერო მოლაპარაკებების დროს, ურუგვაელის სათამაშო ფორმა გათვალისწინებული და ფასთან შესაბამისი იქნება.

მეორე ფაქტორი მაღალი კონკურენცია გახლავთ, რომელიც მადრიდის რეალშია მოსალოდნელი იმ შემთხვევაში, თუ ისინი დორტმუნდის ბორუსიადან ჯუდ ბელინგემს შეიძენენ. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა ინგლისელისა და სამეფო კლუბის კავშირზე უკვე საკმაოდ აქტიურად იწერება, ამიტომ მისი რეალში ხილვა ლოგიკას ექვემდებარება.

ცნობისთვის, ამ ეტაპზე ფედერიკო ვალვერდეს ფასი 100 მილიონი ევროა და ურუგვაელს რეალთან კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს. რაც შეეხება მის მონაგარს, მადრიდელთა ნახევარმცველმა ამ სეზონში 30 მატჩი გამართა, 8 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი მიითვალა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი