მოედნიდან ელექტრომობილით გაიყვანეს - გიორგი ლორიას ტრავმა სერიოზული ჩანს » სპორტის ხაზი

მოედნიდან ელექტრომობილით გაიყვანეს - გიორგი ლორიას ტრავმა სერიოზული ჩანს

მოედნიდან ელექტრომობილით გაიყვანეს - გიორგი ლორიას ტრავმა სერიოზული ჩანს
10-02-2023, 00:16
Aa Aa
გაზიარება:

კვიპროსის ჩემპიონატის 23-ე ტურის შეხვედრაში გიორგი ლორიას ანორთოსისი სტუმრად ნეა სალამისის დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით, 0:1 გაიმარჯვა.

მოგების მიუხედავად, საქართველოს ნაკრების მეკარისთვის ეს შეხვედრა უიღბლო აღმოჩნდა. შეხვედრის 79-ე წუთზე ქართველმა მეკარემ ტრავმა მიიღო და მისი ნაადრევად შეცვლა გახდა საჭირო.

როგორც "Geo Team" იტყობინება, ფეხბურთელი დეტალურ გამოკვლევებს ხვალ ჩაიტარებს და ზუსტი დიაგნოზიც შემდეგ გახდება ცნობილი.

ცნობისთვის, 23-ე ტურის შემდეგ, ანორთოსისი 29 ქულით მე-9 ადგილზე იმყოფება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი