მიუნხენში ლევანდოვსკის სიტუაციის განმეორება არ სურთ - ბაიერნის ბოსების გეგმა ნოიერთან დაკავშირებით » სპორტის ხაზი

მიუნხენში ლევანდოვსკის სიტუაციის განმეორება არ სურთ - ბაიერნის ბოსების გეგმა ნოიერთან დაკავშირებით

მიუნხენში ლევანდოვსკის სიტუაციის განმეორება არ სურთ - ბაიერნის ბოსების გეგმა ნოიერთან დაკავშირებით
9-02-2023, 19:22
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, მიუნხენის ბაიერნის მთავარ მწვრთნელ, იულიან ნაგელსმანმა და მეკარე მანუელ ნოიერს შორის ურთიერთობა ტაპალოვიჩის (მეკარეების მწვრთნელი) განთავისუფლების შემდეგ დაიძაბა და ამ კონფლიქტის ბოლო წერტილი ნოიერის The Athletic-თან მიცემული სკანდალური ინტერვიუ გახდა.

მსგავსი სკანდალების დროს, ლევანდოვსკის შარშანდელმა შემთხვევამ ბაიერნის ბოსებს შემდეგი გადაწყვეტილება მიაღებინა - ამიერიდან, ზედმეტად დიდ ყურადღებას არ მიაქცევენ ისეთ ფეხბურთელებს (და არ გაითვალისწინებენ მის ღვაწლს), რომლებსაც ბაიერნთან დიდი წარსული აკავშირებით. ამის ნაცვლად, კლუბი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც კლუბისთვის იქნება უკეთესი ყოველგარი სენსიმენტების და მორიდების გარეშე.

მათი პოზიცია ნოიერთან დაკავშირებით ასეთია - გერმანელი მეკარე ნაგელსმანს უნდა "მიუახლოვდეს" და ის დისტანცია, რაც მათ შორისაა ჩამოანგრიოს, ასევე დაიწყოს მთავარ მწვრთნელთან პრობლემებზე საუბარი და ბაიერნის ახალ მეკარეების მწვრთნელთან ერთად თავდაუზოგავად ივარჯიშოს.

როგორც გაირკვა, ნაგელსმანს გაცილებით მეტი ძალა აქვს, ვიდრე ნოიერს. თუმცა, მწვრთნელი ასევე აცნობიერებს საქმის დინამიკას - თუ ის თამაშებს ვერ მოიგებს და კიდევ უფრო უარესი, თუ გუნდისთვის მნიშვნელოვან მოთამაშეებთან ურთიერთობას გაიფუჭებს, მისი "იმპერია" დაინგრევა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი