"ის ჟინი ვაჩენეთ, რაც მოსაგებად გვჭირდებოდა" - კაშია მატჩის შემდეგ » SPORTLINE.GE - სპორტის ხაზი

"ის ჟინი ვაჩენეთ, რაც მოსაგებად გვჭირდებოდა" - კაშია მატჩის შემდეგ

"ის ჟინი ვაჩენეთ, რაც მოსაგებად გვჭირდებოდა" - კაშია მატჩის შემდეგ
13-10-2021, 13:55
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ გუშინ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ნანატრი გამარჯვება იზემა და კოსოვოს ნაკრები პრიშტინაში 1-2 დაამარცხა. აღნიშნული მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ.

"ვფიქრობ, დღეს დამსახურებულად მოვიგეთ, ბიჭებმა ის ჟინი და ბრძოლა აჩვენეს, რაც წარმატების მიღწევისთვის გვჭირდებოდა. ეს არის ყველაზე სასიამოვნო. სწორედ ასეთი შემართებით უნდა ვითამაშოთ ყველა მატჩი. შესაძლოა თამაშს ბოლომდე ვერ ვაკონტროლებდით, მაგრამ დაცვით ფაზაში კარგად ვიმოქმედეთ. საერთო ჯამში ეს შედეგი დავიმსახურეთ, დიდი ხანია არ მოგვიგია და ამიტომ ძალიან ბედნიერი ვარ." - განაცხადა გურამმა.

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრებს 1 მატჩი დარჩა, რომელშიც შვედეთს დაუპირისპირდება, ეს შეხვედრა 11 ნოემბერს ჩატარდება. ჯერჯერობით უცნობია თბილისში ჩატარდება თუ ბათუმში.

კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი