"ფატი არ იყიდება!", - ლაპორტას კომენტარი ანსუს შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით » სპორტის ხაზი

"ფატი არ იყიდება!", - ლაპორტას კომენტარი ანსუს შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით

"ფატი არ იყიდება!", - ლაპორტას კომენტარი ანსუს შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით
9-02-2023, 21:22
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, ბოლო დღეების განმავლობაში უცხოური სპორტული მედია ბარსელონას ახალგაზრდა ვარსკვლავის, ანსუ ფატის სახელს არაერთ ევროპულ გრანდს უკავშირებს.

მედიაში გავრცელებულ ჭორებს კი კატალონიელთა პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ უპასუხა:

"არ ვართ დაინტერესებული ფატის გაყიდვით და ამაზე ახლა საერთოდ არ ვფიქრობთ, თუმცა მომავალში რა მოხდება ამის პროგნოზირება არ შემიძლია.

და დიახ, ფატის აგენტმა მითხრა, რომ მისი კლიენტით ბევრი კლუბია დაინტერესებული, თუმცა, ჩემთვის გასაგებია, რომ ანსუს ბარსელონაში სურს წარმატების მიღწევა
", - განაცხადა ლაპორტამ.

ცნობისთვის, 20 წლის ფატის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 31 მატჩში 6 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი